Belive

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დაიწყო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
27 დეკემბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა. მან ფინალში ჯაბა პაპინაშვილი დაამარცხა, შესაბამისად პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ბრინჯაოს, მესამე სინჯის მედალს ირაკლი კუპატაძე და ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლნენ. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ნიკო ჭიკაიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედალს გიორგი გუგულაშვილი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი თუთაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა მოიგეს. რაც შეეხება 73 კგ-მდე წონას. აქ პირველობა არავის დაუთმო გამოცდილმა ფრიდონ გიგანმა. ვერცხლის მედლის მფლობელი ვალერი იაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი ჩიხელიძემ და ლაშა გიუნაშვილმა მოიგეს. დღეს მედლები ოთხ, -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები