Belive

საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ნაკრები თბილისში არასრული შემადგენლობით საწვრთნელ შეკრებას განაგრძობს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუნდი უკვე ორი დღეა 22 ფეხბურთელით ვარჯიშობს. გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. ოთარ კაკაბაძე თბილისში 26 მაისს ჩამოვა, გიორგი აბურჯანია და გურამ გიორბელიძე ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. ეროვნული ნაკრების დებიუტანტს, სერგო კუხიანიძეს კი დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრების ძირითად ეტაპს, საქართველოს ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გაივლის. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი რუმინეთში 1 ივნისს გაემგზავრება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში: მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი) თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები