Belive

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილით დაასრულა. ქართველმა წყალბურთელებმა მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრებთან დაძაბული მატჩი 8:9 წააგეს. ბოლო პერიოდის დასაწყისში რევაზ ჩომახიძის შეგირდები ოთხბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქეს ჯერ გათანაბრების, შემდეგ კი პირველად შეხვედრაში წინ გასვლის შესაძლებლობა მისცეს. საბოლოოდ, ქართველებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ, რამდენიმე მცდელობა მეტოქის მეკარის წარმატებული თამაშით დასრულდა და გერმანელებმა გამარჯვება მოახერხეს.

სხვა სტატიები