Belive

"საქართველოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია" - ედი ჯონსი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ედი ჯონსი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს.

ჯონსი, რომელიც შემოდგომის ერთა სერიებში ნაჩვენები არასახარბიელო რეზულტატის გამო დასაჯეს, სარაგბო ერებს 3 კატეგორიად ყოფს.

"ერებს 3 კატეგორიად ვყოფ. პირველ კატეგორიაში რეიტინგის სათავეში მყოფ 6 ერს ვასახელებ. ტოპ 6-ში მყოფ ნაკრებებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთამენთის დამარცხება.

მეორე კატეგორიაში იაპონიასა და არგენტინას ვასახელებ. შესაძლოა მუდმივად არა, მაგრამ იაპონიასა და არგენტინას ნამდვილად შეუძლიათ, რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, საუკეთესო ექვსეულის რომელიმე წარმომადგენელი დაამარცხონ.

მესამე კატეგორიაში საქართველოს, იტალიას, ფიჯის, ტონგასა და სამოას ვასახელებ - ნებისმიერ ამ ერს, რეიტინგში მათზე წინ მდგომი ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლია. მესამე კატეგორიის ნაკრებებს შეუძლიათ, რომ ნებისმიერს მედგარი ბრძოლა გაუმართონ".

სხვა სტატიები