Belive

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.  საქართველოს ნაკრების მეტოქეები მოლდოვასა და მასპინძელი ლატვიის ნაკრებები იყვნენ. ავთანდილ ასათიანის მომზადებულმა გუნდმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა დიდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდა და 2:5 მოუგო. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოვიდა და როგორც ხედავთ, წარმატებას მიაღწია. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 12 დეკემბერს გაიმართება. თამაშები კი 2019 წლის იანვარ-თებერვალში შედგება.

სხვა სტატიები