Belive

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა. მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე აზერბაიჯანელებმა გახსნეს - თავი ვილელამ გამოიჩინა, რომელმაც 1 წუთში დუბლი გაიფორმა. საქართველომ ერთი გოლის გაქვითვა პირველივე ნახევარში ელისანდროს გოლით შეძლო. პირველი ტაიმის მსგავსად, ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდა, რასაც შედეგი 27-ე წუთზე მოჰყვა - არჩილ სებისკვერაძემ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 32-ე წუთზე თალესმა დააფიქსირა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ეროვნული გუნდი მომავალ მატჩს 26 იანვარს, ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები