Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 88:83, დაამარცხა. ჩვენი ბიჭებიდან გამოსარჩევი იყო, ტად მაკფადენის თამაში, რომელმაც გუნდს 37 წუთში, 27 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი მოუტანა და გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. მან MVP ტიტულიც დაიმსახურა. ამჟამად, საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის G ქვეჯგუფში, ესპანეთის, ჩრდ. მაკედონიის და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. შემდეგ მატჩს ქართველები, ესპანეთის წინააღმდეგ, 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში გამართავენ.

სხვა სტატიები