Belive

საქართველოს წყალბურთელთა U19 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა U19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ახალგაზრდა წყალბურთელებმა, ბოლო ტურის შეხვედრაში, თურქეთთან ფრე (14:14) ითამაშეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე გასასვლელად, თურქეთს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ბურთების უკეთესი შეფარდებით, ქართველი წყალბურთელები ჯგუფს ლიდერობდნენ. თურქეთთან შეხვედრამდე, U19 ნაკრებმა ლიეტუვას (17:7) და უკრაინის (19:8) დამარცხება შეძლო. ევროპის ჩემპიონატი 18-25 სექტემბერს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძირითადი ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი მეტოქეები უნგრეთი, მონტენეგრო და ბრაზილია იქნებიან. ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, 18 ინვისიდან 3 ივლისამდე უმასპინძლებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრების წყალბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ – სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დისკვალიფიცირებულთა ნაცვლად, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრები გაემგზავრება.

სხვა სტატიები