Belive

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი - სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მონტენეგროსთან, იტალიასთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა.

ჩვენმა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი დათმო, ერთში კი იმარჯვა. იტალიასთან 18:8, ხოლო მონტენეგროსთან 11:14 წავაგეთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩში კი სლოვაკებს 16:11 ვძლიეთ.

1/8-ფინალში საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ბოლო შეხვედრა ქართველმა წყალბურთელებმა სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად, ანგარიშით - 12:8 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და 1/4-ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.

ნიდერლანდების წინააღმდეგ გამარჯვებითა და 1/4-ფინალურ სტადიაზე გასვლით, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც კვალიფიცირდა.

1/4 ფინალში, 6 სექტემბერს, ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი ხორვატია იქნება.

სხვა სტატიები