Belive

საქართველოსთან მარცხის მწვავე შედეგები: ფედერაციის პრეზიდენტი მწვრთნელისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს 

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ (1:2) რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაზვან ბურლეანუმ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირელ რადოის მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და წაგებით გამოწვეული ბრაზი ვერ დამალა.
"წარუმატებელი საღამო იყო. ეს აშკარად უკან გადაგმული ნაბიჯია. ამასთან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება. ის, რაც რადოის და ტექნიკურ პერსონალს ამ მატჩისთვის და ინგლისთან თამაშისთვის მიზნად ჰქონდათ, არის შემოდგომაზე ოფიციალური შეხვედრებისთვის ახალი ფეხბურთელების მოძებნა. ბევრი ახალი ფეხბურთელი ვნახე. დღეს სხვაგვარად გამოვიყურებოდით. ეს საერთოდ არ არის ადვილი მოთამაშეებისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის. გვინდოდა მოგება, ისე, რომ მშვიდი ზაფხული გვქონოდა, რათა ბევრად უკეთესად მოვმზადებულიყავით შემოდგომაზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის. რადოის ევალება, რომ ახლა უფრო მეტი კომენტარი გააკეთოს და გუნდი დაბრუნდეს, აუცილებლად.  სექტემბერში საუკეთესო შედეგი უნდა მივიღოთ", - თქვა რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები