საქართველოს ნაკრებმა გერმანია მეორედ დაამარცხა

გერმანიისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებებს შორის ჰამბურგში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა გუშინაც მოახერხეს მასპინძლების დამარცხება. გუშინ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გოლები რონინიომ, ნიკა კურტანიძემ, სიმი საიოტმა და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.

Live.ge ულოცავს საქართველოს ფუტსალის ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.

(191)

საქართველოს ნაკრებმა გერმანია მეორედ დაამარცხა

სტატიის ავტორი
-