Belive

სარეკორდო სვლა ციფრებში - 11 წაუგებელი მატჩის დეტალური სტატისტიკა

1 წლის წინ სხვა
3 წთ

საქართველოს ნაკრებისთვის 2022 წელი ისტორიული გამოდგა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი ტრიუმფალურად ჩაატარა და ამ 16 ნაკრებს შორის საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

მეოთხე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად მოხვდა და გამოსვლა წაუგებლად, 5 გამარჯვებითა და 1 ფრით, შესაბამისად 16 ქულით დაასრულა.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული ბოლო 10 თვე გამოდგა, როცა გუნდმა წაუგებელი პერიოდი ჩაატარა და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ზედიზედ 11 შეხვედრა წაგების გარეშე ჩაატარა (9 მოგება და 2 ფრე), რაც ერთპიროვნული რეკორდია, თანაც, წინა, 2010 წლის მაჩვენებელს გამარჯვებების რაოდენობით აღემატება (თემურ ქეცბაიას გუნდის შედეგი - 5 გამარჯვება და 5 ფრე).

საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული წელი ბოლო ოფიციალურ მატჩში გამარჯვებით დასრულდა - გიბრალტარის წინააღმდეგ სტუმრად მოგება - 2:1, რის შემდეგაც, ვილი სანიოლის გუნდმა სარეკორდო მაჩვენებელი გაიფორმა.

საინტერესოა, ამ 11 შეხვედრის დეტალური სტატისტიკის გახსენება და სხვადასხვა კომპონენტებში ჩვენი გუნდის შედეგების ხილვა, რომელიც ასე გამოიყურება:

მატჩი: 11

მოგება: 9

ფრე:

გატანილი გოლი: 22

გაშვებული გოლი: 4

შედეგები:

  1. კოსოვო (2:1);
  2. შვედეთი (2:0); 
  3. უზბეკეთი (1:0);
  4. ალბანეთი (0:0);
  5. ბოსნია და ჰერცეგოვინა (1:0);
  6. გიბრალტარი (4:0);
  7. ბულგარეთი (5:2);
  8. ჩრდილოეთ მაკედონია (3:0);
  9. ბულგარეთი (0:0);
  10. ჩრდილოეთ მაკედონია (2:0);
  11. გიბრალტარი (2:1);
Image 39

ამ 11 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 შეხვედრა დაასრულა მეტოქესთან შედარებით უკეთესი ბურთის ფლობის მაჩვენებლით, აქედან ორი გიბრალტართან, ერთი კი ბულგარეთთან - 0:0. სხვა ყველა შემთხვევაში ამ კონკრეტულ კომპონენტში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, თუმცა არცერთ მათგანში 60%-ზე მეტი.

რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას იგი შემდეგნაირია:

11 შეხვედრის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეებს 145 საგოლე შანსი შეუქმნა, საპირისპიროდ კი 120 მიიღო. 

რაც შეეხება კარის ჩარჩოში ზუსტ დარტყმებს, ეს საქართველოს ნაკრებმა ამ სერიის დროს 51-ჯერ მოახერხა, მაშინ როცა მეტოქეებმა ასეთი რამ 39-ჯერ გააკეთეს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 11 მატჩში 5041 ზუსტი პასი გააკეთა გააკეთა, ხოლო მათმა მეტოქეებმა ეს 4563-ჯერ შეძლეს.

ბომბარდირები ბოლო 11 მატჩში:

ხვიჩა კვარაცხელია: 7

ბუდუ ზივზივაძე: 3

ზურიკო დავითაშვილი: 3

ვაკო ყაზაიშვილი: 2

გიორგი მიქაუტაძე: 2 

ყველაზე მეტი საგოლე პასი ბოლო 11 მატჩში: 

ხვიჩა კვარაცხელია: 6 

ირაკლი აზაროვი: 2

გიორგი წიტაიშვილი: 2 

საბა ლობჟანიძე: 2 

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისთვის 2022 წელი დასრულებულია, თუმცა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე არსებული მცირე ფანჯრის დროს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩები გამართოს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ტრადიციულ შესარჩევ ტურნირს, რომელიც 2023 წელს უნდა გაიმართოს, მისი წილისყრა 2022 წლის 9 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტში შედგება.

სხვა სტატიები