Belive

სასიხარულო ინფორმაცია - მიხაელ შუმახერს ცნობიერება აღუდგა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ორშაბათს ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი სამკურნალოდ პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს "საიდუმლო მკურნალობისთვის". ახლა კი ფრანგული გამოცემები იტყობინებიან, რომ მიხაელ შუმახერს ცნობიერება აღუდგა მას შემდეგ რაც რეტიკულური სარკომის მკურნალობა გაიარა. ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ქურირგი, რომელიც რეტიკულური სარკომას სპეციალისტია, ფორმულა 1-ის ლეგენდას პომპედუს ჰოსპიტალში მკურნალობს. გერმანელის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, ასევე არავითარი ოფიციალური განცხადება ჰოსპიტალის მხრიდან არ გაკეთებულა. ამის მიუხედავად, ფრანგულმა გაზეთმა "უსახელო" ძიძა მაინც გამოკითხა, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფში მუშაობს და ამტკიცებს, რომ შუმახერს გამოკეთების ნიშნები დაეტყო. "დიახ, მას მე ვუწევ მეთვალყურეობას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ის ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება".
"Le Parisien"-ის ინფორმაციით, შუმი პირდაპირ პროფესორ ფილიპ მენაშემ მიიღო. ფრანგი კარდიოქირურგი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში პირველი ემბრიონული უჯრედების გადანერგვით 2014 წელს. შუმახერი რჩება ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებულ პილოტად, რომელსაც 91 გრან პრიზე აქვს გამარჯვება. ის ჩემპიონი გახდა "ბენეტონის" გუნდთან ერთად 1994 და 1995 წლებში. ხოლო 2000-2004 წლებში ზედიზედ ხუთჯერ ჩემპიონი "ფერარის" საჯინიბოსთან ერთად მოიპოვა.  

სხვა სტატიები