Belive

სასწრაფოდ: ოძეკი ტაკაკეიშო ნაცუ ბაშოს ისევ მოეხსნა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ოძეკი ტაკაკეიშო, რომელიც ბაშოზე გუშინ, 19 მაისს დაბრუნდა, კვლავ მოეხსნა. ნაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი, სწორედ ტაკაკეიშოს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ტრავმირებულმა ოძეკმა ბაშოდან მეორედ მოხსნა ექიმების რჩევით გადაწყვიტა. ნაცუ ბაშოდან ტაკაკეიშო ხუთშაბათს, მოეხსნა, კვირას კი დაბრუნდა და ეტყობოდა კიდეც, რომ ტრავმირებული იყო. საბოლოოდ, ოძეკი კადობანში ჩადგება და წოდების დაცვა შემდგომ, ივლისის ბაშოზე მოუწევს.  

სხვა სტატიები