Belive

საზარელი დაზიანება| მარიო ბარიოშის "გასწორებული" ცხვირი კიტ თურმანთან ბრძოლის შემდეგ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
2019 წელს, მენი პაკიაოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, კიტ თურმანი პირველად დაუბრუნდა რინგს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რინგზე დაბრუნებული თურმანი მარიო ბარიოშს დაუპირისპირდა. სანახაობრივი 12-რაუნდიანი ბრძოლა, თურმანის გამარჯვებით დასრულდა. მარიო ბარიოშის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მან უძლიერეს დარტყმებს გაუძლო, თუმცა ბრძოლის შემდეგ გავრცელებულმა კადრებმა ახალ "მიმებს" დაუდო საფუძველი. თურმანთან ბრძოლაში მიღებული მძიმე დარტყმების შედეგად, ბარიოშის ცხვირმა საზარელი დეფორმაცია განიცადა. სოციალურ ქსელებში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ბარიოში მხატვრული ფილმის - "ავატარის" პერსონაჟს შეადარა.
Untitled