sbcnews – SIS-სა და ბეთლაივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბეთლაივსა და Sports Information Services (SIS) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დოღის მოყვარულებს მრავალფეროვანი ფსონების განთავსების შესაძლებლობა მიეცემათ. პარტნიორობის ფარგლებში, ბეთლაივის მომხმარებლები 24 საათიან რეჟიმში შეძლებენ დოღზე ყველაზე მეტი და მრავალფეროვანი პოზიციებიდან სასურველის შერჩევასა და ფსონის განთავსებას.

Sports Information Services (SIS) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბეთლაივი “პრემიუმ სერვისით” იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბეთლაივის მომხმარებლებს საწყის ეტაპზე შესაძლებლობა ექნებატ ინგლისსა და ირლანდიაში გასამართ დოღის პირველი კატეგორიის ტურნირებზე განათავსონ ფსონი. ინგლისისა და ირლანდიის ტურნირების პარალელურად, სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირების (ავსტრალია, დუბაი, ლათინური ამერიკა, სამხრეთ კორეა) დამატებაც იგეგმება.

Sports Information Services (SIS) გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, ბეთლაივის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – გიორგი ხუროშვილმა, საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“SIS-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დოღის ტურნირებსა და ვირტუალურ დოღზე განათავსონ ფსონი. გაფორმებული ხელშეკრულებით უზომოდ ბედნიერები ვართ. SIS-თან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის გამოცდილების მიღებისა და მრავალფეროვანი ფსონების განთავსების შესაძლებლობა ექნებათ”, – აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა

ბეთლაივთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, SIS-ის კომერციულმა დირექტორმა – პოლ უიტენმა აღნიშნა:

“ხელშეკრულების გაფორმებით, უზომოდ მოხარული ვართ. საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზის გაფართოების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. აღსანიშნავია, რომ ბეთლაივი პირველი ქართული კომპანიაა, რომელთანაც პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. გვიხარია, რომ ბეთლაივის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში, დოღზე ფსონის განთავსების პროცესი ბევრად უფრო გაიმარტივონ და გაიმრავალფეროვნონ.

 

(340)

sbcnews – SIS-სა და ბეთლაივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტატიის ავტორი
-