Belive

სენსაციური ცნობა ესპანურ მედიაში: ისკო და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ესპანური მედია რამდენიმე ავტორიტეტულ წყაროზე, მათ შორის El Chiringuito-ზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ "ბარსელონამ" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ისკო ალარკონთან პირად შეთანხმებას მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე, საბოლოო დეტალებს დააზუსტებს, ზაფხულში, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პრინციპული მეტოქის ბანაკში თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ 29 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უსრულდება, ხელშეკრულების პირობებით, მას სხვა ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკების წარმოება უკვე შეუძლია. ცნობილია, რომ "მალაგას" და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი "ბარსელონას" გულშემატკივარია და ბავშვობაში მას სწორედ "ბლაუგრანას" რიგებში თამაში სურდა. ისკო, რომელიც ახალგაზრდობაში პრესტიჟული ჯილდოს, ე.წ ოქროს ბიჭუნას გამარჯვებული გახდა, "ბლანკოსებში" 2013 წლის 1 ივლისს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 346 შეხვედრაში 52 გოლი გატანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "თეთრებთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები