Belive

სერ ლუის ჰემილტონი - ფორმულა 1-ის ლეგენდა რაინდად აკურთხეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი სკანდალურად დასრულდა - არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ წესდება უხეშად დაირღვა რის შედეგადაც, ლუის ჰემილტონს ჩემპიონის ტიტული მოპარეს. აბუ დაბის გრან-პრიზე შეკრებილი პუბლიკა, ჰემილტონისა და ფერსტაპენის ბატალიების მომსწრე გახდა, რომელიც საბოლოოდ ნიდერლანდელის გამარჯვებით დასრულდა. ლუის ჰემილტონი რეკორდულ მე-8 საჩემპიონო ტიტულს ვერ დაეუფლა, თუმცა პრინცმა ჩარლზმა რაინდად აკურთხა - ლეგენდარული ბრიტანელი დაეუფლა ტიტულს, რომელსაც მას ვეღარ ჩამოართმევენ. ლუის ჰემილტონის რაინდად კურთხევის ცერემონიალი უინძორის სასახლეში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჰემილტონი ფორმულა 1-ის მეოთხე პილოტია, რომელიც რაინდად აკურთხეს.

სხვა სტატიები