Belive

სერენა უილიამსი ფორბსის რეიტინგის სათავეში

5 წლის წინ სხვა
2 წთ
ამერიკული ბიზნეს გამოცემა „ფორბსი“ ქალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულს აქვეყნებს, სადაც 8 ჩოგბურთელია. რეიტინგის სათავეში დიდი სლემის ტურნირის 23 გზის გამარჯვებული სერენა უილიამსია, რომელსაც 14 თვიანი პაუზა ჰქონდა აღებული ორსულობის გამო, მან ამ დროის განმავლობაში სპონსორებისგან 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ათეულში ვხვდებით ბადმინტონის მოთამაშე ინდოელ სინდჰუს და მრბოლელ დანიკა პატრიკს. რეიტინგის მეორე ნომერი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია, რომელმაც წლის დასაწყისში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო (ავსტრალიის ღია პირველობა). ამ გამარჯვებით მან 3.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა საბოლოოდ კი მისი წლიური შემოსავალი 13 მილიონ დოლარს შეადგენს. ხუთეულში შედიან ისეთი ჩოგბურთელები როგორებიც არიან ამერიკელი ახალგაზრდა ტალანტი სლოან სტივენსი, ესპანელი ყოფილი პირველი ნომერი გარბინ მუგურუზა და რუსი, ასევე ყოფილი პირველი ნომერი მარია შარაპოვა. მარია შარაპოვა 11 წლის განმავლობაში იყო „ფორბსის“ რეიტინგის სათავეში, თუმცა ახალ რეიტინგში იგი მე-5 ადგილზეა, რაც დოპინგ-ტესტის ვერგავლის გამო მისმა 15-თვიანმა პაუზამ გამოიწვია. გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენების რეიტინგს:  
  1. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 18.1 მილიონი დოლარი
  2. კაროლინ ვოზნიაცკი (ჩოგბურთი) – 13 მილიონი დოლარი
  3. სლოან სტივენსი (ჩოგბურთი) – 11.2 მილიონი დოლარი
  4. გარბინ მუგურუზა (ჩოგბურთი) – 11 მილიონი დოლარი
  5. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი) – 10.5 მილიონი დოლარი
  6. ვენუს უილიამსი (ჩოგბურთი) – 10.2 მილიონი დოლარი
  7. პვ სინდჰუ (ბადმინტონი) – 8.5 მილიონი დოლარი
  8. სიმონა ჰალეპი (ჩოგბურთი) – 7.7 მილიონი დოლარი
  9. დანიკა პატრიკი (ავტორბოლა) – 7.5 მილიონი დოლარი
  10. ანჟელიკა კერბერი (ჩოგბურთი) – 7 მილიონი დოლარი
     

სხვა სტატიები