UFC Vegas 46-ის ივენთზე კელვინ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძემ ფანებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, ხოლო UFC-ს მებრძოლი – ჩან სუნ იუნი (“კორეელ ზომბი”) არც ისე სასიამოვნოდ მოიხსენია.
“ჩემს ნამდვილ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი – ძალიან მიყვარხართ! ფანების გამო ვალდებული ვარ მალე დავბრუნდე. გარშემო უამრავი ყალბი ადამიანია, მაგრამ რას ვიზავთ. შე***ცი კორეელო ზომბი! გახარებული მხოლოდ მაშინ უნდა იყო, როდესაც ვინმე შენთან ბრძოლაში დამარცხდება”.
ჭიკაძის პოსტი უყურადღებოდ არც ჩან სუნ იუნს დარჩენია – “კორეელმა ზომბიმ” ქართველი მებრძოლის პოსტი გადააზიარა და სიცილის სმაილებთან ერთად უპასუხა: “დამშვიდდი და დაისვენე”.