Belive

შენგელია ევროლიგის მატჩში საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა. ესპანელები მიუნხენში "ბაიერნს" დაუპირისპირდნენ და 77:71 დამარცხდნენ. თოკომ პარკეტზე 25:25 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მის წინააღმდეგ 9-ჯერ დაჯარიმდნენ. გუნდში მასზე შედეგიანი მხოლოდ ვინსენტ პორიე იყო (24 ქულა და 11 მოხსნა), თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით (29) თორნიკე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

სხვა სტატიები