“შენი დროა, შვილო” – გარი ნევილი მანჩესტერში დებიუტს და სერ ალექსს იხსენებს

215
ნახვა

“მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გარი ნევილმა, “წითელ ეშმაკებში” ნათამაშები პირველი მატჩი გაიხსენა.

“ეს 26 წლის წინ მოხდა: UEFA-ს თასზე მოსკოვის “ტორპედოს” ვეთამაშებოდით. იმ დღეს მანჩესტერში, მიდლენდის სასტუმროში ვიყავით გაჩერებულები. ნაშუადღევს ჩემთან სერ ალექსი მოვიდა და მითხრა: “დღეს სათადარიგოთა სკამზე იჯდები, შვილო.” სულ 3 წუთის განმავლობაში მომცა თამაშის უფლება და ბურთს ერთადერთხელ შევეხე, როდესაც აუტი ჩავაწოდე.

იმ ღამეს სახლში მამამ წამიყვანა მანქანით და მე უბედნიერესი ვიყავი – მე “მანჩესტერში” ვითამაშე, ეს უდიდესი პატივი იყო,” აღნიშნა გარი ნევილმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით გარი ნევილმა 592 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 2 ჩემპიონთა ლიგა, 12 პრემიერლიგა, 4 FA თასი და 3 ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

(215)

“შენი დროა, შვილო” – გარი ნევილი მანჩესტერში დებიუტს და სერ ალექსს იხსენებს

სტატიის ავტორი
-