Belive

შოდაი ოძეკი გახდა!

3 წლის წინ სხვა
1 წთ

სუმოს სამყარო ყოველწლიურად 6 სუპერტურნირის ხილვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე მაისის ბაშო გაუქმდა, შესაბამისად ჯამში 5 ბაშო ჩატარდება. წლის ბოლოს წინა ბაშო გახლავთ სექტემბრის, აკი ბაშო, რომელიც 27 სექტემბერს დასრულდა და მისი გამარჯვებული შოდაი ნაოია გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სუმოში ოძეკობა საკმაოდ რთულად მისაღწევი რანგია და ამისათვის სპეციალური წესებია შემუშავებული, შოდაის სუმოს მამებმა აპატიეს ის, რომ ოძეკის ნორმატივამდე 1 მოგება დააკლდა (33 გამარჯვება ბოლო 3 ბაშოს განმავლობაში) და მას ოძეკობა მიანიჭეს.

ამრიგად, კიუშუ ბაშოდან სუმოს, ახალი, მესამე ოძეკი – შოდაი ეყოლება.

სხვა სტატიები