Belive

შონ ო'მალი: "დვალიშვილი დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლია"

1 წლის წინ სხვა
2 წთ
20 აგვისტოს, UFC 278-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილი (14-4) ლეგენდარულ ჟოზე ალდოს (31-7) დაუპირისპირდება. ძლევამოსილი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება. დვალიშვილსა და ალდოს შორის გასამართი ბრძოლის წინ, შონ ო'მალიმ აზრი დააფიქსირა. Youtube-ზე, საკუთარ პოდკასტში, ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში, ყველაზე სახიფათო მებრძოლია.
"ჟოზე ალდოსა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება 20 აგვისტოს შედგება - წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ, ორივესთვის ძალიან რთული დაპირისპირება იქნება. მერაბი დივიზიონის ნებისმიერი მებრძოლისთვის ურთულესი მეტოქეა. დვალიშვილმა ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის 5 საუკეთესო მებრძოლს შორის არაა, დვალიშვილმა მარლონ მორაეში დაანოკაუტა და ალბათ, დივიზიონში ყველაზე სახიფათო მებრძოლია. ვინ გახდება გამარჯვებული? ძნელია ამის თქმა. პროგნოზის გაკეთებაში არც ისე კარგი ვარ...", - აღნიშნა შონ ო'მალიმ.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ქართველმა უკანასკნელ ბრძოლაში, სახელოვანი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დოდსონის, სტამანისა და მორაეშის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილს პრინციპული გამოცდის ჩაბარება რეიტინგის მე-3 ნომრის, ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ მოუწევს, რომელმაც 2020 წლის შემდეგ ოქტაგონზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები