Belive

შვაინშტაიგერი: "გერმანიას მხოლოდ ერთი მაღალი დონის მცველი ჰყავს..."

1 წლის წინ სხვა
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ბასტიან შვაინშტაიგერმა, მისი ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ჩანს ბასტიანი მის ნაკრებზე ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. მან გერმანიის ეროვნული ნაკრების მიმართ კრიკიტა ვერ დამალა.

"არ ვიცი რა ვთქვა, მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ასეთი უსახური თამაში არ მახსენდება. ერთადერთი რისი თქმაც მინდა არის ის, რომ გერმანიის ნაკრებს მხოლოდ ერთი მაღალი დონის მცველი ჰყავს და ეს ანტონიო რუდიგერია, ყველა სხვა დანარჩენი უსახურები და ბუნდესლიგის დონის არიან.

ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩენა უკვე ფაქტი კი არა სირცხვილია, მე მცხვენია ჩვენი ბიჭების, არ ვიცი გულშემატკივრებთ თვალებში როგორ უნდა ჩახედონ".

ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004-2016 წლებში თამაშობდა, სადაც ჯამში 121 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლით თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები