Belive

სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) - ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება. საქართველოში კომპანია სიმულექს რეისინგი კი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლო ორი წელია Georgian Digital Championship 2020 და 2021 ტარდება. ხვალ, 5 მაისს, ჩემპიონატის ფარგლებში უკვე მეოთხე ეტაპი გაიმართება, რომელშიც პირდაპირ ეთერში 25 -მდე ქართველი სიმ რეისერი მიიღებს მონაწილეობას. მეოთხე ეტაპს Hockenheimring-ის ვირტუალური ავტორდრომი უმასპინძლებს გერმანიაში, რომელზეც 2 სავარჯიშო,1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენი ჩატარდება. პირდაპირ ეთერში საყურებლად ეწვიეთ სიმულექს რეისინგის და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაფიის გვერდებს.

სხვა სტატიები