Belive

"სისულელეა! რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს" - კლიჩკოს პასუხი რეპორტიორს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს, ვიტალი კლიჩკომ სისულელე უწოდა. კიევის ერთ-ერთი უბნის მონახულების დროს, რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა, კიევის მერმა რეპორტიორებს მიმართა, რომ ხელი არ შეუწყონ დეზინფორმაციის გავრცელებას. უკრაინის მსხვილი ქალაქები, მათ შორის დედაქალი - კიევი, რუსეთის მიერ ბარბაროსულად იბომბება. რუსული აგრესიის შედეგად უამრავი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაბომბვაში მოყოლილი ერთ-ერთი კორპუსის მონახულების დროს, რეპორტიორმა ვიტალი კლიჩკოს კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც კიევის მერმა უპასუხა, რომ სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.

სხვა სტატიები