74 დღე ზღვაში – ბრიტანელი მოცურავის მსოფლიო რეკორდი

გრძელ დისტანციაზე მოცურავე ბრიტანელმა სპორტსმენმა როს ედგლიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ედგლიმ 74 დღე გაატარა ზღვაში,  14 აგვისტოს კი რეკორდი ოფიციალურად გაიფორმა. 

32 წლის სპორტსმენი მიზნად ისახავს 3,218 კმ-ის გაცურვას ბრიტანეთის გარშემო, საიდანაც 1,770 კმ  უკვე დაფარული აქვს. 

ბრიტანელი მოცურავის თქმით, უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს ღამით ცურვა და მედუზები.  

სპორტსმენმა ფრანგი ბონოტ ლეკოტეს რეკორდი გააუმჯობესა.  

ლეკოტემ 1988 წელს ატლანტის ოკეანე 73 დღეში გადაცურა. 

 

(165)

74 დღე ზღვაში – ბრიტანელი მოცურავის მსოფლიო რეკორდი

| სხვა |
სტატიის ავტორი
-