დანა ვაითი: “ტაისონს და ჰოლიფილდს სადილზე დავპატიჟებ, არ მინდა ისევ იჩხუბონ”

Აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაითმა კრივის მძიმეწონაში ორი ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის და პრინციპული მეტოქის მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის შესახებ ისაუბრა. UFC-ს მმართველი სკანდალური ორთაბრძოლის მონაწილეთა კიდევ ერთი შესაძლო დაპირისპირებას მხარს არ უჭერს.

“Არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ამ დაპირისპირების ხილვა არ მინდა.

მე აუცილებლად მოვიწვევ ორივე მათგანს სადილად და შევთავაზებ, რომ არ იჩხუბონ. უკვე ვესაუბრე მაიკს, რომელმაც მითხრა, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე სპორტსმენად დარჩება და ამის გაკეთება სურს, რომ Ის ზრდასრული ადამიანია და შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს. Მე კი ვუპასუხე, რომ ის ძალიან მიყვარს და მხარს ვუჭერ. Რაც შეეხება ჰოლიფილდს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სისხლის ბოლო წვეთამდე მებრძოლი მეომარია. Ვნახოთ, რა იქნება და ვინ გაიმარჯვებს, მე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამ ბრძოლის ხილვა არ მინდა“,-განაცხადა UFC-ის ხელმძღვანელმა.

ტაისონი და ჰოლიფილდი ერთმანეთს პირველად 1996 წელს შეხვდნენ, როცა ევანდერმა ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა, მატჩ-რევანში კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ბრძოლა გამოდგა, როცა მაიკმა მეტოქეს ყური მოაჭამა, დისკვალიფიკაცია მიიღო და მარცხიც ჩაეთვალა.

Ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის შედგება თუ არა მარადიულ მეტოქეთა კიდევ ერთი დაპირისპირება, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ბრძოლა შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებში დუბაიში გაიმართოს.

(70)

დანა ვაითი: “ტაისონს და ჰოლიფილდს სადილზე დავპატიჟებ, არ მინდა ისევ იჩხუბონ”

სტატიის ავტორი
-