გავიხსენოთ: კიმი რაიკონენის უსწრაფესი წრე ფორმულა 1-ის ისტორიაში და მონტოიას დამხობილი რეკორდი

2018 წლამდე, ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი წრის რეკორდი ხუან პაბლო მონტოიას ეკუთვნოდა: კოლუმბიელმა 2004 წელს იტალიაში, მონცას ავტოდრომზე, საშუალო სიჩქარე 262.242 კმ/სთ დააფიქსირა და 14 წლის განმავლობაში, პირველობას არავის უთმობდა.

რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის ვინმემ კვლავ გააუმჯობესოს – 2018 წელს, ფინელმა კიმი რაიკონენმა საოცრება მოახდინა და მონცას 5.7 კილომეტრიან ავტოდრომზე საშუალო სიჩქარით 263.587 კმ/სთ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ მონტოია 3-ლიტრიანი, 10-ცილინდრიანი ძრავის მქონე BWM-Williams-ს მართავდა, ხოლო რაიკონენს კი 1.6 ლიტრიანი, ტურბოძრავიანი ბოლიდი ჰყავდა, რომელიც დამატებით ძალას ელექტროენერგიით იღებდა, რაც სიცხითა და დამუხრუჭებისგან მიღებული ენერგიით იყო გენერირებული.

იხილეთ ვიდეო

(175)

სტატიის ავტორი
-