ისტორიაში პირველად, საქართველომ კენდოს ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა

637
ნახვა

დასრულდა ევროპის კენდოს 29-ე ჩემპიონატი, რომელიც 24-26 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, აღნიშნულ ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს კენდოს ეროვნულმა ნაკრებმა (ვაჟები: იუნორები და უფროსები; ქალები: უფროსები). ტურნირზე ჯამში 9 ქართველის სპორტსმენი ასპარეზობდა. ეროვნული ნაკრების მონაწილეობა იყო ისტორიული ფაქტი, რადგან სპორტის ამ სახეობაში (კენდო) კავკასიის ქვეყნებიდან, როგორც ეროვნულ ნაკრებს, ჯერ არავის არ მიუღია მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა ამ ჩემპიონატზე, მართალია ვერ აიღეს საპრიზო ადგილები, მაგრამ როგორც დებიუტანტებმა დაიმსახურეს მხურვალე ოვაციები და მიიღეს სიმბოლური პრიზები, როგორც მამაცი და მებრძოლი სულის სპორტსმენებმა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ და ინდივიდუალურ კატეგორიებში საკმაოდ კარგად იასპარაზეს იუნიორთა (18-წლამდე) სპორტსმენებმა. მათ გუნდურ ასპარეზობაში ჯგუფში დაიკავეს მეორე ადგილი და მხოლოდ მერვედფინალურ ეტაპამდე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ინდივიდუალურ კატეგორიაში, ჯგუფიდან გასვლა საბა დესპოტიშვილმა მოახერხა.

 

რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს (უფროსებში): დაძაბულ ბრძოლებში ღირსეულად დამარცხდნენ სერბეთის ნაკრებთან, რომელიც გახდა კენდოს ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.

ჩემპიონატის გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში:

გოგონათა ეროვნული ნაკრები

1 ჰოლანდია

2 საფრანგეთი

3 შვეიცარია, პოლონეთი

 

იუნიორთა ეროვნული ნაკრები

1 სერბეთი

2 რუსეთი

3 საფრანგეთი, ჩეხეთი

 

ეროვნული ნაკრები

1 საფრანგეთი

2 სერბეთი

3 პოლონეთი, ესპანეთი

 

იუნიორები, ინდივიდუალური

1 ლეონ კლიუევი (რუსეთი)

2 ჯეიმს კენტარო რაითი (დიდი ბრიტანეთი)

3 რომან კუსურგაშევი (რუსეთი), მარიუს კორნეა (რუმინეთი)

 

გოგონები, ინდივიდუალური

1 ლისა მაინბერგი (გერმანია)

2 მარია პონომარიოვა (რუსეთი)

3 ფლორ სმაუტი (ჰოლანდია), ასტერია აკილა (საბერძნეთი)

 

მამაკაცები, ინდივიდუალური

1 კოიჩი ნაკაბაიაში (საფრანგეთი)

2 გაბორ ბაბოში (უნგრეთი)

3 ჯონათან ბერტო (საფრანგეთი), მაურიცი კაჟორი (პოლონეთი)

(637)

ისტორიაში პირველად, საქართველომ კენდოს ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა

სტატიის ავტორი
-