კიევი MMA-ის ევროპის ჩემპიონატს რუსი მებრძოლების გარეშე უმასპინძლებს

უკრაინის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე რუსი მებრძოლები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით, ვლადიმერ ტესლიამ Sportarena.com-თან ისაუბრა.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე, უკრაინელებმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს და ტურნირზე რუსი სპორტსმენების შეშვებაზე უარი განაცხადეს.

სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, უკრაინის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვს. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში, უკრაინას რუსეთთან კიდევ უფრო ნაკლები კავშირი ექნება. GAMMA-სთან მოლაპარაკებისას, ჩვენ მოკლე და კატეგორიული მოთხოვნა გვქონდა: აქ რუსი მებრძოლი არ უნდა ყოფილიყო, ისინი კი ჩვენს მოთხოვნას გაგებით მოეკიდნენ”, – განაცხადა ვლადიმირ ტესლიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქი MMA-ის ევროპის ჩემპიონატს 5-9 ნოემბერს უმასპინძლებს.

კიევი MMA-ის ევროპის ჩემპიონატს რუსი მებრძოლების გარეშე უმასპინძლებს

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-