ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, რობერტ შავლაყაძე, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. რობერტი ქართველი ერისთვის ლეგენდარული პიროვნებაა.  ის იყო XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) და გახდა სიმაღლეში ხტომაში პირველი ევროპელი, რომელმაც ოლიმპიური რეკორდის დამყარება შეძლო (216 სმ).

საბჭოთა მძლეოსანთა ნაკრების კიდევ ერთი ქართველი წევრი, სიგრძეზე მხტომელი რევას ქვაჩაკიძე, იხსენებს: “მე და რობერტი ძალიან ვგავდით ერთმანეთს. ულვაშებიც ერთნაირი გვქონდა. ამიტომაც მაჩერებდნენ რომის ქუჩებში “ბრავო, ბრავოს” ძახილით და ავტოგრაფს მთხოვდნენ. როდესაც რობერტს ეს ამბავი მოვუყევი, ბევრი იცინა, თან ნება დამრთო, მისი სახელით გამეცა ავტოფრაფი. ამის შემდეგ, უარს არავის ვეუბნებოდი და ბეჯითად ვაწერდი: “216 სმ – რობერტ შავლაყაძე.”


ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა 1


 

რობერტ შავლაყაძე იყო  ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, IV-V ადგილი, 214 სმ), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ-ს ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის ჩემპიონი (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958, 1959, 1960, 1961, 1962), “გიგანტთა მატჩში” (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959).

მისი საუკეთესო შედეგი 217 სმ. იყო.


ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა 2


Live.ge-ის გუნდი უსამძიმრებს რობერტ შავლაყაძის ოჯახს და მთელ ქართულ სპორტულ სამყაროს.

(142)

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-