მუჰამედ ალის შვილი: “მამაჩემი ამ რასისტულ მოძრაობას არ შეუერთდებოდა”

მუჰამედ ალის ერთადერთი ბიოლოგიური შვილის განცხადებით, მისი მამა მოძრაობის, Black Lives Matter, წინააღმდეგი იქნებოდა. ალი ჯუნიორის შეფასებით, აღნიშნული საპროტესტო მოძრაობა ძალადობრივი და რასისტულია.

ლეგენდარული მოკრივე, რომელიც სოციალურად აქტუალურ საკითხებზე ხმამაღლა ხშირად საუბრობდა, რასიზმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თუმცა მუჰამედ ალის შვილის შეფასებით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ უკიდურესად მახინჯი, ძალადობრივი ფორმა მიიღო, რასაც მისი მამა არასოდეს შეუერთდებოდა.

“მამაჩემი ასე იტყოდა: “ისინი ეშმაკები არიან.” ჩემი აზრით, Black Lives Matter საპროტესტო მოძრაობა რასისტულია, რადგან ვფიქრობ, რომ არამარტო ფერადკანიანების, არამედ თეთრკანიანების, ჩინელებისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ღმერთს ყველა უყვარს, მას არავინ გამოურჩევია. სხვა ადამიანის მკვლელობა კი დანაშაულია, მსხვერპლის წარმომავლობის განურჩევლად.”

მუჰამედ ალის შვილი: "მამაჩემი ამ რასისტულ მოძრაობას არ შეუერთდებოდა" 1

“ვიეტ კონგთან საომარი არაფერი მაქვს. ვიეტ კონგს ჩემთვის ნიგერი არ უწოდებია” – მუჰამედ ალის სიტყვები, როდესაც მან ვიეტნამის ომში წასვლასთან დაკავშირებით უარი განაცხადა

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განცხადება მუჰამედ ალის ყოფილმა მეუღლემ, ხალილა ალიმაც გააკეთა. მისი თქმით, მუჰამედი არასდროს დაუჭერდა მხარს კერძო საკუთრების განადგურებას, შენობებისა და ავტომობილების დაწვასა და სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას. ხალილამ ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან ამ საშინელებამ მუჰამედი ვერ ხედავს.

მიხარია, რომ ალი ცოცხალი აღარაა და ამ ყველაფერს ვერ ხედავს. მიხარია, რომ მუჰამედმა ჯორჯ ფლოიდის ტრაგედია ვერ ნახა. მინდა მოვუწოდო ყველა ღირსეულ მომიტინგეს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, რომ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი მაგრამ ვანდალიზმი და არეულობები უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა ხალილა ალიმ.

(881)

მუჰამედ ალის შვილი: “მამაჩემი ამ რასისტულ მოძრაობას არ შეუერთდებოდა”

სტატიის ავტორი
-