ფერარიმ ბარსელონაში პირველობა დაამტკიცა

ბარსელონაში 2 კვირის განმავლობაში ფორმულა 1-ის პრე-სეზონი მიმდინარეობდა.

“ფერარიმ დაამტკიცა, რომ ამ დღეებში ყველაზე სწრაფი იყო,” – ასე გამოეხმაურა ცნობილი გამოცემა BBC ტესტირების ბოლო დღეს.

ფერარიმ, რომელსაც სებასტიან ვეტელი მმართავდა, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა, ინგლისელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ პრე-სეზონში დაფიქსირებული შედეგი სრულიად განსხვავდება ნამდვილისგან.

ამის მიზეზად BBC გადატვირთულ საწვავს, ძრავის რეჟიმსა და გზის მდგომარეობას ასახელებს. იმისთვის, რომ სწორი სურათი მივიღოთ, გუნდებმა გზებზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ.

ფერარიმ ტესტირების ბოლო დღეს, წრის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 1:16.221, მას მერსედესი 0.03 წამით ჩამორჩა, საბოლოო შედეგი კი იხილეთ ფოტოზე.

ფერარიმ ბარსელონაში პირველობა დაამტკიცა 1

 

(49)

ფერარიმ ბარსელონაში პირველობა დაამტკიცა

სტატიის ავტორი
-