სპორტის სასახლეში ხელბურთის მსოფლიო ერთა ჩემპიონატი გაიმართება

53
ნახვა

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრეს-კონფერენცია გამართა და კაცთა შორის 2019 წლის IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატის ნაკრები წარადგინა.

 

შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული გუნდი მონაწილეობს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ის 8 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დამთავრდება. მონაწილეთაგან ექვსი გუნდი ევროპიდანაა. მათთვის ჩემპიონატს დამატებითი მნიშვნელობა აქვს  – საუკეთესო ადგილზე გასული ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების პლეი-ოფის ეტაპზე ითამაშებს.

 

პრეს-კონფერენცია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ გახსნა.

 

„ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ჩვენთვის მასში მონაწილეობა და წარმატება ბევრს ნიშნავს. დღეს ქართული ხელბურთი სერიოზული გარღვევის ზღვარზე იმყოფება. ამიტომაც, შედეგს და გულშემატკივრის მოზიდვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის, როგორც ევროპის ფედერაციის წევრი ნაკრებისთვის ერთა ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირიც არის და აქ წარმატება ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარებას ძალიან სჭირდება. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებისთვის 2019 წელს ეს შეჯიბრება ბოლო არ არის. შემოდგომაზე ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მოგვიწევს ჩაბმა,“ განაცხადა კაკაბაძემ.

 

პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა გადაეცა ეროვნული გუნდის მწვრთნელს, სერბ ნიკოლა მაქსიმოვიჩს.

 

„სამი დღეა აქ ვარ და გუნდი შეკრებაზე მყავს. უნდა აღვნიშნო, რომ მოთამაშეებთან კონტაქტი ადვილად დავამყარე. კმაყოფილი ვარ ბიჭების განწყობით და საქმისადმი დამოკიდებულებით. შეჯიბრებამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე და ამ დღეებში მთელ რიგ დეტალებს გავივლით.

 

მოწინააღმდეგე გუნდებს ვიცნობთ და თითოეულ მათგანს სერიოზულად ვეკიდებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ შეხვედრას ნიგერიის ნაკრებთან. აგრეთვე დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის. სპორტის სასახლეში ტრიბუნების მხარდაჭერა გვჭირდება“.

პრეს-კონფერენციაზე ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, შოთა თევზაძემ:

 

„19 წლიდან ნაკრებში ვარ და ყოველთვის, როდესაც ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მოვემგზავრები, გული განსაკუთრებული გრძნობით მევსება. აქ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ერთა ჩემპიონატს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ თამაშსაც. ახლა მთავარია დარჩენილ დღეებში არავინ დაშავდეს. ძალიან გვეიმედება გულშემატკივრის“.

 

 

ამჟამად, საწვრთნელ შეკრებაზე 21 ხელბურთელია. 14-კაციან შემადგენლობას მწვრთნელები ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ დაასახელებენ. პირველი მატჩი 8 ივნისს გვაქვს ნიგერიასთან. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს 18 საათზე გამართავს.

 

ხელბურთი. IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

 

8 ივნისი

10:00 კოლუმბია – ჩინეთი

12:00 მალტა – ბულგარეთი

14:00 ინდოეთი – აზერბაიჯანი

16:00 კუბა – ბრიტანეთი

18:00 გახნის ცერემონიალი

18:30 ნიგერია – საქართველო

20:30 აშშ – ირლანდია

 

9 ივნისი

10:00 კოლუმბია – აზერბაიჯანი

12:00 ჩინეთი – კუბა

14:00 ბრიტანეთი – ინდოეთი

16:00 ბულგარეთი – აშშ

18:00 მალტა – საქართველო

20:00 ირლანდია – ნიგერია

 

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია – კუბა

14:00 ინდოეთი – ჩინეთი

16:00 აშშ – მალტა

18:00 საქართველო – ირლანდია

20:00 ნიგერია – ბულგარეთი

 

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – კუბა

12:00 ბრიტანეთი – ჩინეთი

14:00 კოლუმბია – ინდოეთი

16:00 ირნალდია – ბულგარეთი

18:00 საქართველო – აშშ

20:00 მალტა – ნიგერია

 

13 ივნისი

10:00 ჩინეთი – აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი – კოლუმბია

14:00 კუბა – ინდოეთი

16:00 ირლანდია – მალტა

18:00 ბულგარეთი – საქართველო

20:00 აშშ – ნიგერია

 

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

 

16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

 

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

 

(53)

სპორტის სასახლეში ხელბურთის მსოფლიო ერთა ჩემპიონატი გაიმართება

სტატიის ავტორი
-