უსეინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ლეგენდარული მორბენალი – უსაინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია იამაიკელმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა. მას ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა და საკუთარ სახლში, იზოლაციაში იმყოფება. როგორც თვითონ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და ვირუსისგან განკურნებას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ბოლტმა 34-ე იუბილე აღნიშნა, სადაც ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მისი თანამემამულეები, “ლევერკუზენის” ბაიერის ფეხბურთელი ლეონ ბაილი და კრიკეტის ვარსკვლავი კრის გაილი. ბრიტანული მედია იმასაც იტყობინება, რომ ბოლტის დაბადების დღეზე მანჩესტერ “სიტის” თავდამსხმელი – რაჰიმ სტერლინგიც იმყოფებოდა.

(48)

უსეინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-