Belive

სომეხმა მებრძოლმა დაჯილდოების ცერემონიაზე უარი განაცხადა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. ოლიმპიადის მეორე ნახევარში ჭიდაობის სახეობები იმართება, სადაც როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სომეხმა მებრძოლმა არტულ ალექსანიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა მან დაჯილდოების ცერემონიაზე ვერცხლის მედლის ჩამოკიდებაზე უარი განაცხადა. ზემოთხსენებულის მიზეზი ის გახლავთ, რომ ალექსანიანი მსაჯებისგან თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. ფინალში სომეხმა მებრძოლმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან წააგო და საკუთარი უკმაყოფილება სააშკარაოდ გამოხატა, რომელიც პირდაპირ მსაჯობისკენ იყო მიმართული. "იმისათვის, რომ გამარჯვებული ან ჩემპიონი გახდე, აუცილებლად რუსეთის სახელით უნდა ასპარეზობდე", - აცხადებს ალექსანიანი.

სხვა სტატიები