Belive

სპორტსმენი სიკვდილისგან მისმა მწვრთნელმა იხსნა

1 წლის წინ სხვა
2 წთ
უნგრეთში მიმდინარე FINA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ- ს წარმომადგენელი დახრჩობას გადაურჩა. ოთხგზის ოლიმპიური მედალოსანი, სინქრონულ ცურვაში, ანიტა ალვარესი დახრჩობას მწვრთნელმა გადაარჩინა. სპორტსმენმა საკუთარი გამოსვლის დროს გონება დაკარგა და აუზის სიღრმისკენ დაეშვა. მწვრთნელის რეაქცია  დროული იყო და მალევე გადაეშვა აუზში სპორტსმენის გადასარჩენად. პირველადი დახმარების შემდეგ, ანიტა მალევე მოვიდა გონს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევის შემდეგ მწვრთნელმა, ანდრეა ფუენტესმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ძალიან შემეშინდა, რადგან დავინახე რომ ანიტა  აღარ სუნთქავდა. მე მომიწია გადახტომა, რადგან მაშველებმა ვერ მოახერხეს საჭირო დროს რეაგირება. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ის თავს კარგად გრძნობს. დაველოდებით ექიმების საბოლოო დასკვნას, შეძლებს თუ არა ანიტა პარასკევს, გუნდურ გამოსვლაში მონაწილეობის მიღებას."
    უცნაურია, რომ ალვარესს ადრეც შეემთხვა მსგავსი რამ, გასული წლის 13 ივნისს, ბარსელონაში, ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრის დროს. ამ  შემთხვევაშიც მისი მწვრთნელი, ანდრეა აღმოჩნდა  მხსნელი. მიუხედავად ინციდენტისა, ალვარესმა 87,6333 ქულა მოაგროვა და ფინალში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ღონისძიება კი იაპონელმა იუკიკო ინუიმ მოიგო, რომელმაც  95,3667 ქულა დააგროვა.