Belive

სპორტული სამყარო უილ სმიტისა და კრის როკის სკანდალს გამოეხმაურა

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების კინემატოგრაფიის უდიდეს მოვლენას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის დროს, კრის როკის უხამსი ხუმრობებით გაღიზიანებული უილ სმიტი სცენაზე აიჭრა და მსახიობს სახეში გაარტყა.

უილ სმიტისა და კრის როკის უხერხული ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსახიობებმა წინასწარ დადგუმი შოუ გაითამაშეს - მეორე ნაწილი კი თვლის, რომ უილ სმიტმა კრის როკს ღირსეული პასუხი გასცა. გამონაკლისი არც სპორტული სამყარო აღმოჩნდა. სტეფ კარი, ლამარ ჯექსონი, ბრედლი ბილი და სხვა სპორტსმენები მომხდარით შოკირებული აღმოჩნდნენ.