Belive

სუმო - ივლისის ბანძუკე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ ივლისის ბაშოსთვის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოჩინოშინი ოფიციალურად დაუბრუნდა ოძეკის წოდებას და დასავლეთის მეორე ოძეკი იქნება. სასიხარულოა რომ გაგამარუმ ჯურიოს დივიზიონში სერიოზული დაწინაურება განიცადა და ივლისში ჯურიოს მეორე ნომერი იქნება დასავლეთიდან, რაც დიდი ალბათობით საშუალებას მოგვცემს მისი ბრძოლები მაკუუჩი დივიზიონშიც ვიხილოთ. რაც შეეხება სხვა რიკიშებს, სეკივაკეს სტატუსი დაიბრუნეს მიტაკეუმიმ და ტამავაშიმ, ხოლო კომუსუბის წოდება აბიმ და რიუდენმა მიიღეს. სერიოზულად დაქვეითდა ბრაზილიელი კაისეი, 3-10 ბალანსის დაფიქსირების შემდეგ იგი მერვე მაეგაშირადან მე-15 მაეგაშირას წოდებამდე ჩამოაქვეითეს.  მე-14 მაეგაშირას სტატუსი შეინარჩუნა ენჰომ. მაისის ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა სანიაკუში ვერ შევიდა და შემდეგ ბაშოზე პირველი მაეგაშირას სტატუსს დასჯერდება. სეკივაკე იჩინოჯო კი მე-4 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითდა. რაც შეეხებათ ტოჩის გუნდელებს, აოიამასა და ტოჩიოძანს, ისინი შესაბამისად  მე-2 და მე-13 მაეგაშირას წოდებებით იასპარეზებენ. ივლისის ბაშო ქალაქ ნაგოიაში 7 ივლისს აიღებს სტარტს.   წყარო: http://sumo.or.jp/EnHonbashoBanzuke/index/

სხვა სტატიები