Belive

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები

5 წლის წინ სხვა
8 წთ
სუმოს სამყარო სულ უფრო საინტერესო ხდება ქართველი გულშემატკივრისათვის. Live.ge გთავაზობთ სუმოს სამყაროში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს. ყველაზე მეტი ჩემპიონობა კარიერაში  ჰაკუჰო - 42 (2006- ) ტაიჰო - 32 (1960 -1971) ჩიონოფუჯი - 31 (1981 - 1990)  

იოკოძუნა ჰაკუჰო ასრულებს დოჰიო ირის (მისალმების ცერემონიალი) 2019 წლის იანვრის ბაშო

Hakuho-Dohyo-iri
  ყველაზე მეტი ჩემპიონობა წაუგებლად (ძენშო-იუშო) ჰაკუჰო - 15 (2007 - ) ფუტაბაიამა - 8 (1936 - 1943) ტაიჰო - 8  (1963 - 1969)  

იოკოძუნა ტაიჰოს სუმოდან გაცილების და თმის შეჭრის ცერემონიალი, 1971 წელი

  ყველაზე მეტი ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონობა ასაშორიუ - 7 (2004-2005) ჰაკუჰო - 7 (2010-2011) ტაიჰო - 6 (1962-1963; 1966-1967)  

იოკოძუნა ასაშორიუ ასრულებს დოჰიო ირის (მისალმების ცერემონიალი) 2010 წლის იანვრის ბაშო

ყველაზე მეტი საჩემპიონო პლეი-ოფი ჰაკუჰო - 10 (6 მოგებული; 4 წაგებული) ტაკანოჰანა II - 10 (5 მოგებული; 5 წაგებული) კიტანოუმი - 8 (3 მოგებული; 5 წაგებული)

იოკოძუნა კიტანოუმი და იოკოძუნა ჩიონოფუჯი

  ყველაზე მეტი გამარჯვება კარიერაში ჰაკუჰო - 1120 (2001 - ) კაიო - 1047 (1988-2011) ჩიონოფუჯი - 1045 (1970-1991) ყველაზე მეტი გამარჯვება მაკუუჩი დივიზიონში ჰაკუჰო - 1026 (2004 - ) კაიო - 879 (1993 - 2011) ჩიონოფუჯი - 807 (1975 - 1991)  

ოძეკი კაიო პროფესიულ სუმოში 23 წლის მანძილზე ასპარეზობდა და 5-ჯერ შეძლო მაკუუჩი დივიზიონის მოგება

  ყველაზე მეტი მოგება ერთ კალენდარულ წელში (90 ბრძოლიდან) ჰაკუჰო - 86 (2009) ჰაკუჰო - 86 (2010) ასაშორიუ - 84 (2005) ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ ფუტაბაიამა - 69 (1936 წლის 7 იანვრიდან - 1939 3 იანვრამდე; დაამარცხა აკინოუმიმ) ტანიკაძე - 63 (1778 წლის 1 ოქტომბრიდან - 1782 წლის 6 თებერვლამდე; დაამარცხა ონოგავამ) ჰაკუჰო - 63 (2010 წლის 14 იანვრიდან - 2010 წლის 2 ნოემბრამდე; დაამარცხა კისენოსატომ)  

35-ე იოკოძუნა ფუტაბაიამა 1942 წლის მაისის ბაშოზე გამარჯვების შემდეგ

  ყველაზე მეტი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვება სუმოს კარიერის პირველივე ბრძოლიდან ჯოკორიუ - 27 (2011 წლის 11 ივლისიდან 2012 წლის 20 იანვრამდე; დაამარცხა სენშომ) იტაი - 26 (1978 წლის 12 ნოემბრიდან 1979 წლის 16 მაისამდე; დაამარცხა ონიშიკიმ) ტოჩიაძუმა II - 26 (1995 წლის 15 იანვრიდან 1995 წლის 12 სექტემბრამდე; დაამარცხა დევაარაშიმ) ყველაზე დიდი მოგების პროცენტულობა რაიდენი - მოგება/წაგება - 254-10; 1790-1811 წლები; მოგებული აქვს ბრძოლების 96.2% უმეგატანი - 116-6; 1874 - 1885; მოგებული აქვს ბრძოლების 95.1% ტანიკაძე - 258-14; 1769-1794; მოგებული აქვს ბრძოლების 94.9% თანამედროვე ეპოქა ტაიჰო - 746 -144; 1960-1971; მოგებული აქვს ბრძოლების 83.8% ფუტაბაიამა - 276 - 68; 1932-1945; მოგებული აქვს ბრძოლების 80.2% ასაშორიუ - 596 - 153; 2001-2010; მოგებული აქვს ბრძოლების 79.6%  

იოკოძუნა ტანიკაძეს ძეგლი ქალაქ სენდაიში, კოტოდაის პარკში

  ყველაზე მეტი ბრძოლა კარიერაში ოშიო - 1891 ბრძოლა; 1962-1988 წლები. კიოკუტენჰო - 1870 ბრძოლა; 1992 - 2015 წლები. ტერაო - 1795 ბრძოლა; 1979 - 2002 წლები. ყველაზე მეტი ბრძოლა მაკუუჩი დივიზიონში კიოკუტენჰო - 1470; 1998 - 2015 წლები. კაიო - 1444; 1993 - 2011 წლები. ტაკამიამა - 1430; 1968 - 1984 წლები.

სეკივაკე კიოკუტენჰოს მაკუუჩი დივიზიონში გამართული ბრძოლების რეკორდი ეკუთვნის

  ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული ბრძოლა აობაჯო - 1630 (1964-1986) ფუჯიზაკურა - 1543 (1963 - 1984) ტაკატორიკი - 1456 (1983 - 2002) ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული ბრძოლა მაკუუჩი დივიზიონში ტაკამიამა - 1231 (1968-1981) ოზუცუ - 1170 (1979 - 1992) კუროჰიმეიამა - (1969 - 1981)  

სეკივაკე ტაკამიამას ზედიზედ 1231 ბრძოლა აქვს ჩატარებული

  ყველაზე მეტი ჩატარებული ბაშო მაკუუჩი დივიზიონში კაიო - 107 (1993 წლის ივლისი - 2011 წლის ივლისი) კიოკუტენჰო - 99 (1998 წლის იანვარი - 2015 წლის ივლისი) ტაკამიამა - 97 (1968 წლის იანვარი - 1984 წლის იანვარი) ამინიშიკი - 97 (2000 წლის ივლისი - 2018 მაისი) ყველაზე მეტი ტურნირი იოკოძუნას სტატუსით ჰაკუჰო - 70 (2007 წლის ივლისი - დღემდე) კიტანოუმი - 63 (1974 წლის ივლისი - 1985 წლის იანვარი) ჩიონოფუჯი - 59 (1981 წლის სექტემბერი - 1991 წლის მაისი) ყველაზე მეტი ტურნირი ოძეკის სტატუსით ჩიოტოკაი - 65 (1999 წლის მარტი - 2009 წლის ნოემბერი) კაიო - 65 (2000 წლის სექტემბერი - 2011 წლის ივლისი) ტაკანოჰანა - 50 (1972 წლის ნოემბერი - 1981 წლის იანვარი) ყველაზე მეტი ტურნირი სანიაკუს წევრის სტატუსით (სეკივაკე, კომუსუბი) კოტონიშიკი - 34 (1990 წლის სექტემბერი - 1999 წლის სექტემბერი) კაიო - 32 (1994 წლის მაისი - 2000 წლის ივლისი) მუსოიამა - 31 (1994 წლის მარტი - 2000 წლის სექტემბერი) ყველაზე სწრაფი პროგრესი კარიერაში ჯოკორიუ - კარიერის დაწყებიდან 9 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2011 წლის მაისი - მაკუუჩის წევრი 2012 წლის ნოემბრის ბაშოდან) ოსუნარაში - კარიერის დაწყებიდან 10 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2012 წლის მარტი - მაკუუჩის წევრი 2013 წლის ნოემბრის ბაშოდან) ჰოკუტოფუჯი - კარიერის დაწყებიდან 9 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2015 წლის მარტი - მაკუუჩის წევრი 2016 წლის ნოემბრის ბაშოდან) ყველაზე ნელი პროგრესი კარიერაში ჰოშიივატო - კარიერის დაწყებიდან 115 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1970 წლის მაისი - მაკუუჩის წევრი 1989 წლის ივლისის ბაშოზე) კიოკუნანკაი - კარიერის დაწყებიდან 105 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1993  წლის მარტი - მაკუუჩის წევრი 2010 წლის სექტემბრის ბაშოზე) იოშიაძუმა - კარიერის დაწყებიდან 93 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1996 წლის იანვარი - მაკუუჩის წევრი 2011 წლის სექტემბრის ბაშოზე)  

მე-14 მაეგაშირა ჰოშიივატო 21 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მაკუუჩი დივიზიონში, ამისთვის მას 115 ბაშოს დაბალ დივიზიონებში ჩატარება დასჭირდა

  ყველაზე მეტი კინბოში (ოქროს ვარსკვლავი, ანუ მაეგაშირას სტატუსით იოკოძუნას დამარცხების პრიზი) აკინოშიმა - 16 (1988 - 1999) ტაკამიამა - 12 (1968 - 1978) ტოჩინონადა - 12 (1998 - 2008)  

აკინოშიმას მაეგაშირას სტატუსით 16-ჯერ ჰყავს იოკოძუნები დამარცხებული

სხვა სტატიები