38 წლის განმავლობაში პირველად – ჰარუ ბაშოზე “იოკოძუნა-ოძეკი” იასპარეზებს

იაპონური სუმოს ასოციაცია საკმაოდ საინტერესო ფაქტის შესახებ იუწყება.

მოგეხსენებათ, რომ ოძეკი გოეიდომ ინტაი (ინტაი – კარიერის დასრულება) გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოზე მხოლოდ ერთი ოძეკი – ტაკაკეიშო იასპარეზებს. აქედან გამომდინარე სუმოს მამებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც პროფესიონალურ სუმოში 38 წელია არ მიუღიათ – ჰარუ ბაშოზე “იოკოძუნა-ოძეკი” იასპარეზებს.

მარტის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე გამოქვეყნდება რეიტინგი, რომელშიც აღმოსავლეთის ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, ხოლო “იოკოძუნა-ოძეკის” სტატუსს დასავლეთის წარმომადგენელი იოკოძუნა შეითავსებს, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ლეგენდარული თეთრი ფენიქსი ანუ ჰაკუჰო იქნება.

შეგახსენებთ, მარტის ბაშო 8 მარტს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

(9719)

38 წლის განმავლობაში პირველად – ჰარუ ბაშოზე “იოკოძუნა-ოძეკი” იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-