დიდი დანაკლისი აკი ბაშოზე

13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტს სექტემბრის ანუ აკი ბაშო აიღებს, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც მიიღებს.

ტურნირი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მოლოდინს ქმნის, თუმცა გამთენიისას სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – სუმოს სამყარო აკი ბაშოს უდიდესი დანაკლისით ხვდება, რაც იოკოძუნა ჰაკუჰოსა და იოკოძუნა კაკურიუს ტურნირიდან ჩახსნას გულისხმობს.

იოკოძუნების გარეშე დარჩენილ აკი ბაშოს ასევე დააკლდა მე-13 მაეგაშირა იშიურა. რაც შეეხება, დანარჩენ მებრძოლებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნირი უდანაკარგოთ იწყება.

Live.ge აკი ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებს Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ტრადიციულად, ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

(11262)

დიდი დანაკლისი აკი ბაშოზე

| სუმო |
სტატიის ავტორი
-