ჰაკუჰო ნაცუ ბაშოს გამოტოვებს

ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო მაისის ბაშოს გამოტოვებს.  დიდმა ჩემპიონმა მარჯვენა ხელის ტრავმა იოკოძუნა კაკურიოსთან დაპირისპირებისას მიიღო მარტის ტურნირის რიგით მე-15 დღეს, თუმცა ის შეხვედრა მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა და მოგებული ტიტულების რაოდენობა 42-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია რომ ბოლო ვარჯიშებზე რომელსაც სუმოს ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ ჰაკუჰო ხოლო მინიმალურად იტვირთებოდა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ კი მისმა მწვრთნელმა ტურნირის გამოტოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონღოლი იოკოძუნას გამოჯანმრთელებას კიდებ 3 კვირა დასჭირდება.

ნაცუ ბაშო სტარტს ტოკიოში, კვირას აიღებს და 26 მაისამდე გაგრძელდება.

(1308)

ჰაკუჰო ნაცუ ბაშოს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-