იანვრის ბაშოსთვის სუმოს განახლებული რეიტინგი ცნობილია!

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ბანძუკეს თანახმად ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, უცვლელად დგას საკუთარ პოზიციაზე – იგი კვლავ დასავლეთის მეორე ოძეკია.

იანვრის ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს სამივე ოძეკი, მათი პოზიციები ასეა განაწილებული: აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნა გახლავთ კისენოსატო, დასავლეთის პირველი იოკოძუნა გახლავთ ჰაკუჰო, ხოლო აღმოსავლეთის მეორე იოკოძუნას ტიტულს ჰაცუ ბაშოზე კაკურიუ დაიცავს.

რაც შეეხება ჩვენს მეორე ქართველ ფალავანს, თეიმურაზ ჯუღელს, მის შემთხვევაშიც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ველოდით – გაგამარუ ელიტარულ დივიზონს დაუბრუნდა, იგი ჯურიოს ბოლოსწინა პოზიციაზე ანუ აღმოსავლეთის მე-14 ნომრად იქნება განთესილი.

ჰაცუ ბაშო 13 იანვარს აიღებს სტარტს. სუპერტურნირი, ჩვეულებისამებრ 15 დღის განმავლობაში წარიმართება, პირდაპირ რეპორტაჟებს ყოველდღე, ტრადიციულად, დილის 11:00-დან  LIVE.GE-ს ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.

(7535)

იანვრის ბაშოსთვის სუმოს განახლებული რეიტინგი ცნობილია!

სტატიის ავტორი
-