იაპონელები სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის უსამართლო მარცხს ეხმაურებიან

20.54K
ნახვა

სულ ცოტა ხსნის წინ, ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი ბაშოს ერთ-ერთ ლიდერს ასანოიამას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, თუმცა შიმპანებმა (მსაჯებმა) მას გამარჯვება არ ჩაუთვალეს და ლევანი დაადანაშაულეს, რომ მან დოჰიოდან ფეხი გადადგა.

ამ ფაქტმა სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. გთავაზობრ იაპონელი გულშემატკივარის რეაქციებს ამ ფაქტთან დაკავშირებით:

“ამ ბრძოლის წაგება იყო სუმოს უსამართლობა. რისთვის არსებობს ვიდეომსაჯი? ფაქტია, რომ ქართველი სუმოისტის ქუსლი დოჰიოდან არ გადასულა და ეს სუფთა გამარჯვება იყო. მე არ მესმის ამ გადაწყვეტილების”.

“ტოჩი, შენ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავს. ძალიან ბევრი ადამიანი დავობს ამ მომენტზე, ორი დღე დარჩა და დარწმუნებული ვარ ოძეკის ტიტული დაგიბრუნდება. წარმატებებს გისურვებ!”.

“100%-იანი გამარჯვება წაართვეს, სუმოს ისტორიაში ყველაზე დიდი და სამარცხვინო შეცდომა. მე არ ვარ სულელი და ჩემი თვალით დავინახე, რომ არანაირი შეხება არ ყოფილა მიწასთან, შესაბამისად ტოჩინოშინს სუფთა გამარჯვება წაართვეს.

“ტოჩი, არ დაკარგო საკუთარი თავი. დარჩენილი ბრძოლები უნდა მოიგო, შენ ამას შეძლებ!”. 

 

(20543)

იაპონელები სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის უსამართლო მარცხს ეხმაურებიან

სტატიის ავტორი
-