კიუშუ ბაშო 2018 – ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები

25 ნოემბერს 2018 წლის სუმოს უკანასკნელი სუპერტურნირი – “კიუშუ ბაშო” დასრულდა. გთავაზობთ ჩემპიონთა სიას და მიღებულ პრიზებს:

 

მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონი – აღმოსავლეთის კომოსუბი #1 ტაკაკეიშო

ბალანსი – 13 მოგება და 2 მარცხი

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები 1

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 10 მილიონი იენი ($ 88 000)

მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონი – დასავლეთის ოძეკი #2 ტოჩინოშინი

ბალანსი – 8 მოგება და 7 მარცხი

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები 2

კენშოებით (კონვერტი რომელიც მოგების შემდეგ გადაეცემა) გამომუშავებული თანხა დაახლოებით შეადგენს: 20 000 დოლარს. 

ჯურიოს დივიზიონი – დასავლეთის #14 ჯურიო ტომოკაძე ბალანსი – 12 მოგება და 3 მარცხი

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები 3

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 2 მილიონი იენი ($ 17 600)

მაკუშიტას დივიზონი –  აღმოსავლეთის #5 მაკუშიტა სოკოკურაი 

ბალანსი – 7 მოგება და 0 მარცხი

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები 4

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 500 000 იენი ($ 4 400)

სანდანმეს დივიზიონი – აღმოსავლეთის #33 სანდანმე ურა

ბალანსი – 7 მოგება და 0 მარცხი

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები 5

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 300 000 იენი ($ 2 640)

ჯონიდანის დივიზიონი – აღმოსავლეთის #15 ჯონიდანი მიცუუჩი 

ბალანსი – 7 მოგება და 0 მარცხი

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 200 000 იენი ($ 1 760)

ჯონოკუჩის დივიზიონი – დასავლეთის #23 ჯონოკუჩი ჰატოოკა 

ბალანსი – 7 მოგება და 0 მარცხი

ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა:  100 000 იენი ($ 880)

 

ყოველ ბაშოზე ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზები, ესენია: მებრძოლი სულისათვის დაწესებული პრიზი, სანახაობრივი ორთაბრძოლებისთვის დაწესებული პრიზი და ტექნიკური ორთაბრძოლებისათვის დაწესებული პრიზი.

მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონმა ტაკაკეიშომ იმპერატორის თასთან ერთად – სანახაობრივი ორთაბრძოლებისთვის და მებრძოლის სულისათვის დაწესებული პრიზიც მოიპოვა.

მებრძოლის სულისათვის დაწესებული პრიზით ასევე ონოშოც დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ტექნიკური ორთაბრძოლების პრიზი – ამ ბაშოზე ეს პრიზი არცერთ მებრძოლს არ ერგო, როგორც ჩანს სუმოს მამების გული ამ მხრივ ვერცერთმა მებრძოლმა ვერ მოიგო.

(5846)

კიუშუ ბაშო 2018 – ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები

სტატიის ავტორი
-