კიუშუ ბაშო – დღე 4

მოგეხსენებათ, 11 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში კიუშუ ანუ ნოემბრის ბაშო დაიწყო, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ფალავანი, ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია!

პირველ დღეს ლევან გორგაძემ ძალიან დასანანი მარცხი იწვნია ტამავაშის წინააღმდეგ, თუმცა მას შემდეგ ლევანი შესანიშნავად გამოიყურება.

რაც შეეხება მეოთხე დღეს, ჩვენი მეტოქე დასავლეთის პირველი კომოსუბი კაისეი. ტოჩისა და კაისეის დაპირისპირება ძალაზე გათვლილი აღმოჩნდა, ამ უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლაში გამარჯვება ლევანმა მოიპოვა და მოგება წაგებათა ბალანსი კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი, დასავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.

ტოჩინოშინის მთავარი კონკურენტები: ოძეკი გოეიდო (2-2), ოძეკი ტაკაიასუ (4-0), სეკივაკე მიტაკეუმი (2-2), კომოსუბი ტაკაკეიშო (4-0), აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანი .

Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ გოლიათს მომდევნო შეხვედრებში და ყოველდღიურად გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს, როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ასევე საიტზე.

 

(936)

სტატიის ავტორი
-