კიუშუ ბაშოს შესაძლოა იჩინოჯო გამოაკლდეს

8.81K
ნახვა

10 ნოემბერს 2019 წლის რიგით მე-6 და უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი – კიუშუ ბაშო აიღებს სტარტს.

სანამ ტურნირი დაიწყება იაპონურ პრესაში სუმოისტების შესახებ ბევრი რამ იწერება, თუმცა გამოსარჩევი ფაქტია ის, რომ ახლახანს ერთ-ერთი გამოცემა (Tachiai.org) იუწყება, რომ კიუშუ ბაშოს შესაძლოა მონღოლი რიკიში იჩინოჯო გამოაკლდეს.

იჩინოჯოს პრობლემა ზურგის ქვედა მიდამოს არეში აღმოცენებული პრობლემებია, სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ჩანს სრული გამოჯანმრთელება ტურნირის დაწყებამდე არ მოხერხდა.

მონღოლი სუმოისტის კიუშუ ბაშოზე ასპარეზობის შესახებ საბოლოო ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

(8813)

კიუშუ ბაშოს შესაძლოა იჩინოჯო გამოაკლდეს

| სუმო, სხვა |
სტატიის ავტორი
-